ქრისტეს გზა   windows 98, ME, 2000, XP     .PDF

ქრისტეს გზა

 

იესო, სულიერება და დედამიწა

იესო ქრისტეს გზა, მისი ღვაწლი ადამიანური შეგნების სფეროში, ისევე როგორც ადამიანობისა და დედამიწის ცვალებადობაში.

დამოუკიდებელი საინფორმაციო გვერდი ახალი თვალსაზრისებით, გამოცდილებებით და კვლევის სხვადასხვა სფეროებით. იგი მოიცავს პრაქტიკულ რჩევებს პიროვნული განვითარებისათვის.

ამ გვერდზე (ქართულ ენაზე) თქვენ აღმოაჩენთ ლოცვასთან დამაკავშირებელ გარკვეულ საბაზისო მითითებებს.

 .

„რელიგია, ღმერთთან დამაკავშირებელი" 1)

და „იესო ქრისტე და ისლამი" 1)

ბევრ სხვა უცხო ენაზე ²) შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ვრცელი კომენტარები ევანგელიასა და იოანეს აღთქმის შესახებ. გარდა ამისა გთავაზობთ დამატებით ინფორმაციებს ბევრი სხვა თემის შესახებ ³).

 .

1) მოკლე ინფორმაციები  türkçe

2) დაწვრილებითი ინფორმაციები : ინგლისურ და გერმანულ  ენებზე:  ყოველთვის აქტუალიზირებულია გარდა ამისა ...

 -

http://www.ways-of-christ.com/ka

ლოცვა მშიდობისათვის, სიცოცხლისათვის
და სიცოცხლისათვის

ეს ლოცვა ამავე დროს განმარტავს ქრისტიანულ აზროვნებას, რომ ლოცვას ჰქონდეს გავლენა.

.

ღმერთო, ჩემო საწყისო, ჩემო შველა და იმედო!

იესო ქრისტესთან გაერთიანებული გმადლობ ყველაფრისათვის, რაც

შენგან არს.

მაპატიე ყველაფერი, რაც მე შენგან მაშორებს.

გთხოვ, ამ დუმილში მომანიჭო საღად აზროვნების უნარი.

 .

წინ გამიძეხ, რათა არ მოუტანო ზიანი სხვებს, შენი გზის მიმდევრებს.

მიხელმძღვანელე. რომ დავეხმარო სხვებს, ისე როგორც შენ გსურს.

დამიცავი ჩემ გზაზე ***.

 .

გაუნათე გონება ადამიანებს, რომ შენ გადმოგაბარონ სიცოცხლისა და

სიკვდილის არჩევანის საკითხები ****.

დაეხმარე შენი ქმნილებისათვის მოღვაწეებს ***.

წინ გაუძეხ ამ სამყაროს შენს მიერ აღთქმულ ახალ დროებისაკენ.***

.

*) ამ ადგილზე შეიძლება სხვა პირებიც მოიხსენიოთ

**) ამ ადგილზე შეიძლება დეტალები ჩაურთოთ, ან ბოლოში მედიტაციურად განიხილოთ, როგორც „ძალადობისა და მისი რეაქციის განძაფრების განმუხტვა", „პრობლემების გადაჭრით ძალადობის წარმომშობი მეზეზების აღმოფხვრა", „სამშვიდობო დიალოგის წარმოება სხვადასხვა რელიგიების საღად მოაზროვნეებს შორის", . . . ნახე მათ. 5:9 და 26:52.

***) დატანჯული ბუნება ითხოვს შველას. დროა, ვთხოვოთ ღმერთს, ან ქრისტეს ვთხოვოთ, დაგვიცვას ბუნებრივი კატასტროფებისგან. მაგრამ ეს არ არის სამაგიერო ადამიანური დამოკიდებულების აუცილებელი ცვლილებისა ღვთიური ქმნილების მიმართ.

****) ლუკა 11:2; 21:31. გამოცხადბა 11:16; ... ნახე აგრეთვე მამაო ჩვენო, მათე 6, 7-15.

ღმერთს შეუძლია მისადმი მიცემული სიყვარულის განაწილება.

ლოცვა, ცხოვრება და მისი შესაბამისი მოქმედება ერთმანეთთან არიან დაკავშირებული, ისინი ერთმანეთზე არიან დაფუძვნებული.

 .

3) დაწვრილებითი ძირითადი ტექსტი სხვა ენებზე მოიცავს თავებს: 1 ნაწილი: შესავალი ამ ტექსტის შინაარსში და მის გამოყენებაში მეთოდური მითითებებით მედიტაციის მიამრთ. მათ შორის: „დასაწყისში იყო სიტყვა" და „სიტყვა იქცა ხორცად..."; იესო ნაზარეთელი: მისი დაბადება; სპეციალური გვერდი, ხელახლა დაბადებასთან დაკავშირებით და ამის ქრისტიანული გაგებით; შეიცავს თუ არა რაიმე მნიშვნელოვანს ქრისტეს ყრმობის წლები?; შენიშვნა შემდგე საკითხთან დაკავშირეით: ორი იესო - „ყრმა"; იორდანიის ნათლობასთან დაკავშირებით; ნათლია იოანე; სპეციალური გვერდი: შენიშვნები ამჟამინდელ ნათლობასთან დაკავშირებით; დუმილი უდაბნოში; ცდუნებანი; ქორწილი ქანაში; (ქრისტიანული თვალსაზრისი სექსუალურობასთან კავშირში, სიმპატია, თანაგრძნობა და სიყვარული); „წმინდა გულმოდგინეობა" (და თვალსაზრისი ემოციებთან დაკავშირებით); ქადაგება მთაზე (მისი გაგების თვალსაზრისი); ქრისტეს განწმენდა თაბორის მთაზე; საკითხი „სასწაულებთან" დაკავშირებით; ლაზარეს გამოღვიძება; „ცხვრები"; ქრისტე და ფეხის განბანა; და მალამოს დადება ბეთანიაში (მნიშვნელოვანი თვასაზრისი ქრისტიანული სულიერებისა); სერობა; დაპატიმრება და დასჯა; ეკლის გვირგვინის დადგმა და გამოსათხოვარი სიტყვა; ჯვარცმა და დასაფლავება, მითითებებით ქრისტიანული მისტიკიდან; ცარიელი სამარის საკითხი, „ჯოჯოხეთში ასვლა", „სამოთხეში ასვლა"; აღდგომა; ცაში ასვლა; აღზევება; დაბნელება; იესოს სურათი. მე2-ე ნაწილი: იოანეს გამოცხადება; წინასწარმეტყველობების განხილვა; იოანეს აპოკალიპსის შინაარსი; შვიდი ეკლესია - სპეციალური გვერდით დღევანდელი ეკლესიების შესახებ, აგრეთვე თეოლოგიური მიმართულებების შესაახებ.შვიდი ბეჭედი; შვიდი პოზაუნა; შვიდი ჭექა-ქუხილი და ორი წინასწარმეტყველი; ქალი და ურჩხული; შვიდთავა ცხოველი ზღვიდან; „შვიდი საბოლოო გასაჭირი და ბაბილონის დასასრული"; (ჭეშმარიტი) 1000 წლიანი „სამშვიდობო სამეფო"; ახალი ზეცა, ახალი მიწა და „ახალი იერუსალიმი": ბოლო თავი: ქრისტიანული; სუფრა: ქრისტიანული თავდაჭერა - „ამ სამყაროში, მხოლოდ არა ამქვეყნიური" მესამე გზა, მითითება წარმოსახვის ხარისხზე, ბეჭდვითი ნიმუში და უფლებები; ელ.ფოსტის ანკეტა. მე3-ე ნაწილი: სხვა თემები: ლოცვა მშვიდობისათვის, სიცოცხლისათვის და დადამიწისათვის; ეთიკური ფასეულობების საფუძვლები; მოკლე შესწორებები თანამედროვე „ყველაფერი იესოს - ახსნა-განმარტებითი ისტორიების - შესახებ"; იესო და კვების საკითხები; ღვთის რწმენა და საბუნებისმეტყველო მეცნიერება; იესო ქრისტე და მკურნალობა - აგრეთვე დღევანდელობაში; კურთხევა; ქრისტიანული თვალსაზრისი ეკონომიკისა და სოვიალური სფეროს საკითხებთან კავშირში; ქრისტიანული თვალსაზრისი საზოგადოებრიობისთვისა და პოლიტიკისთვის; ფილოსოფია და ქრისტიანობა - კომენტარი ჰაბერმას მოსაზრებასთან - „რწმენა და ცოდნა" - დაკავშირებით; ეკოლოგია და სამყაროს შექმნა; არაგაჩენილი სიცოცხლე; ეს გვერდები და ქრისტიანული თეოლოგიის მიმართულებები; ქრისტიანული მედიტაცია; ინსპირაცია და ეკლესიები; ცხოვრება სიკვდილის შემდეგ და მისი მნიშვნელობა ამქვეყნიური სიცოცხლისათვის; ქრისტიანობა და მისი დამოკიდებულება მცნებებთნ, როგორიცაა „ბედი" და „რეინკარმაცია", ... 4. ძველი აღთქმა და სხვა რელიგიებთნ დიალოგის საშუალებები; ძველი აღთქმა, ებრაული რელიგია და იესო; იესო და ისლამი; ბუდიზმი; სარათუსტრას რელიგია (პარსიზმი); ინდუისტობა; ტაოისტობა და კონფუციანიზმობა; შინტოიზმობა და ბუნებრივი რელიგიები; რელიგია, როგორც „უკან დამაკავშირებელი" ადამიანისა ღმერთთან.

 გამრავლების უფლება: თქვენ უფლება გაქვთ,შეუცვლელად ამობეჭდოთ ჩვენი გვერდები და  გადასცეთ ისინი დაინტერესებულ პირებს.

ელ.ფოსტა: (თუ შეიძლება ინგლისურ ან გერმანულ ენებზე)

 .

რელიგია 1) როგორც ადამიანების ღმერთთან „უკუდამაკავშირებელი". ცხოვრების გზებზე იესო ქრისტესთან ერთად

1.) სიტყვა რელიგია წარმოშობილია ლათინური სიტყვა რე-ლეგიო-და და ნიშნავს შეერთებას; ღმერთთან, რომელიც თავის სახეს აგრეთვე ჩვენშიც ღებულობს. მიახლოებით შესაძლებელია ჰალოგრამასთან შედარება, სადაც მსგავსი ცვლილებები ხდება სიდიდეებში.

ადამიანის ცხოვრებაში ღრმა პრობლემების შემეცნება

ადამიანთა ცხოვრებაში ლოცვით როგორ განკურვნას უნდა ნიშნავდეს იესოს კითხვა: „ გინდა ჯანმრთელი გახდე?" ( იოანე 5,6) ან „ იცი რა ნაკლოვანებები გაქვს კიდევ, რათა შეიცვალო, თუ ღმერთისკენ სავალ გზაზე გინდა იარო?" ერთი შეხედვით საოცრად იოლ, იშვიათად რელიგიურად დანახულ ფაქტობრივ მასალებში შესაძლებელია დამაკავშირებელი ე.წ. „წითელი ძაფის" მოძიება. ბავშვი ზრდის პროცესში ახალ უნარ-ჩვევებს იძენს, მაგრამ ამასთანავე უფრო ადრე შეძენილი უნარ-ჩვევები მივიწყებული ხდება. მოგვიანებით ადამიანს შეუძლია ეცადოს, მოგონებებისა და ლოცვის დახმარებით ეს ბუნებრივი, მივიწყებული ჩვევები კვლავ ხელახლა აღიდგინოს. მიუხედავად ცვლილებებისა, მყარად გამჯდარი უნარ-ჩვევებიც შენარჩუნდება; არსების განმტკიცების პროცესში ეს თვისებები კვლავ მოდუნდებიან, ან ერთანეთს შეერწყმებიან. ამ ერთმანეთისაგან განსხვავებული გზითაა შესაძლებელი სულიერი თუ გარეგნული მიზეზებით გამოწვეული გაორება ადამიანებში კვლავ ერთ მთლიანობაში იქნას მოყვანილი. სამოთხის მითოსში აღწერილი ხის ნაყოფის „შემეცნება" სწორედ ამ გაორებაზე მიგვითითებს;

გამონათქვამი: „ თუ თქვენ არ მობრუნდებით და ბავშვებივით მოიქცევით, მაშინ ცის სამფლობელოში ვერ მოხვდებით", რომელსაც ვხვდებით ევანგელიებში მათესთან 18,1 -3; მარკუსთნ 10,15; და ლუკასთან 18,17 სწორედ ამ გარდაქმნაზე მეტყველებს. აქ ლაპარაკია არა მარტო ბავშვურ შეუზღუდაობაზე, არამედ განვითარების წინა საფუძვლებზე, რომლებიც სწორედ „არქეტიპიურია". 2) ე.ი. წარმოადგენს წინასწარ შემუშავებულ ძირითად გეგმას, ე.წ. ადამიანების „სახელმძღვანელო გეგმას", რომლის ნაწილიც დაკარგულია. ამ გზას შეუძლია დღევანდელ შეზღუდულ გონებრივ შეგნებაზე უფრო შორს გაყვანა.

2) აქედან გამომდინარე, ნეგატიური („სატანური") ჩვევების დაძლევა აღნიშნულ „გაორების" განკურვნას ითვალისწინებს.  „არქეტიპები"ასევე დიდი დოზით შეიცავს შერეულ, შეცდომაშ შემყვანი შინაარსს. „ღმერთი", როგორც მოხუცი კაცი და „ზეცა" და „ჯოჯოხეთი", როგორც ასეთი, წარმოადგენენ „კოლექტიური გაუცნობიერებელის" „არქეტიპულ" სიმბოლოებს. იუნგმა არ იცოდა, ეს ყოველივე ზუსტად რას უნდა ნიშნავდეს. თუმცა ცნობიერების მოცემული ფენის მარცვალსა და ადამიანში ჩაბეჭდილ ხატებსა და წარმოდგენებს, როგორც ჩანს, მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანში ვაწყდებით. ამდენად ის წარმოადგენს კაცობრიობის უძველესი დროის ერთგვარ არქიმეხსიერებას - უცნობი დროიდან მომავალ „მითიურ ცნობიერებას" (...). ადამიანების აღქმით ცნობიერების ეს ფენა, ერთი შეხედვით, წინააღმდეგობრიობის შემცველიცაა (...). უფრო ზუსტი დაკვირვებისას ცნობიერების მოცემულ ფენაში აღბეჭდილი ღმერთის სურათი ღმერთის ერთგვარ პრობლემატურ კარიკატურად წარმოჩინდება. (...). ამ სიმბოლოების სამყაროსთან კრეატიული დამოკიდებულების მცდელობას წარმოადგენს ზღაპრები, რაც ბავშვებისათვის შესაძლოა დიდი აზრის მატარებელიც იყოს. უფროსებს კი შეუძლიათ გასცდნენ ამ სიმბოლოებს, რომელთაც მრავალი ადამიანური მხარე შეიძინეს. ამასთან ხელოვნებას წარმოადგენს უშუალოდ ღმერთის და არა მისი ხატის ძიება.

„არქეტიპური" არის იუნგის ღრმა ფსიქოლოგიის ტერმინი, როგორც ადამიანების ექსისტენციალიზმის ძირითადი გეგმის შეგრძნების სხვადასხვა ფორმები.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს მარტო თავისი ძალით, ყოველგვარი პრობლემების გარეშე შეუძლია ამის მიღწევა. იესო რეალურ გზას, ძალასა და მოწყალებას გვთავაზობს, რისი დახმარებითაც შესაძლებელია ამ საკითხის გადაჭრა. ქრისტიანული სამართლის მაძიებელნი, მისტიკოსები და ალქიმიკოსები ამ სრულყოფის გზას ნათლად დაადგნენ (შეადარეთ მაგ. მათე 5,48; იოანე 10,34; ..) აგრეთვე მრავალმა სხვა ქრისტიანმა შეგნებულად თუ შეუგნებლად ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება დააგროვა. ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ როგორი გზით მიაღწიეს მათ ამას; უფრო მეტად მიჰყვებოდნენ შინაგან გზას, თუ თავიანთ რწმენას, თუ, როგორც ჩვენ ამას „სრულყოფილ ქრისტიანობას" ვუწოდებთ, ორივე გზას ერთმანეთს უერთებდნენ. ათასწლეულების მანძილზე სხვადასხვა კულტურებში იძებნებოდა ადამიანების შინაგანი გაყოფის დაძლევის გზა; ტაოელი ალქიმიკოსების მცდელობები, სხვადასხვა იოგის სახეობებიც და ა.შ. ამ საკითხს ეხება.

3) ინდური წარმოშობის სიტყვა იოგაც - „ ანჯოცჰენ" - ნიშნავს ყველა ნივთის საკუთარ საწყისთან, მუდმივობასთან დაკავშირებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ სხვანაირ გზებსაც იგივე მიზნისკენ მივყავართ, როგორც ქრისტიანულს.

„ადამიანი ღმერთი" ან ღმერთის მიერ გამოგზავნილი ადამიანი იესო ქრისტე -„ახალი ადამი" - გვაძლევს იმის სიგნალს, რომ ადამიანებსაც ძალუძთ გაბნეული, ადრინდელი თვისებები აღიდგინონ და რომ დროა, უკვე საშიში არეულობა ისევ წესრიგში იქნას მოყვანილი. კაცობრიობის „საკეთილდღეოდ" მან შეძლო ცხოვრების აზრის საწყისი წყაროს - ღმერთისა და დიდად განვითარებული ადამიანების შეგნების თავის თავში გაერთიანება. მან შეძლო დეგენერაციის ძალების დაძლევა.მიუხედავად იმისა, რომ იგი სხვა ადამიანებისგან განსხვავდებოდა, იგი მაინც ადამიანი იყო, რომელმაც ამის მოხერხება შეძლო. აქედან გამომდინარე ადამიანებს შეუძლიათ ამ გზის მიბაძვა, განსაკუთრებით მააშინ, თუ ისინი ამას შეგნებულად გააკეთებენ. მათთვისაც კი, ვინც ისტორიული იესოს შესახებ არაფერი იცის, მაინც შედეგიანია იესოს ცხოვრება მისი აღდგომის ჩათვლით. ეს ფაქტი შემდეგი მაგალითიდანაც ჩანს: თუ ცხოველები ერთ-ერთ კუნძულზე რაიმე ახალს ისწავლიან, იგივე სახეობის ცხოველები მოშორებული კუნძულებიდან ძალიან ჩქარა ითვისებენ იგივე თვისებებს, რადგან მათ საერთო წარმოშობა აქვთ, როგორც ეს მაგ. რ. შელდრაკემ შენიშნა.

ქრისტესთან და ღმერთთან ადამიანების დაკავშირება ეკლესიის ჩაურევლადაცაა შესაძლებელი; თუმცა სათანადო ქრისტიანულ ჯგუფებთან კავშირი დახმარებად ითვლება. ერთმანეთის საწინააღმდეგო თეოლოგიები, რომლების ქრისტეს არსებობის ერთიანობას სულიერ დახმარებად და სოციალურ რეფორმად ყოფენ, საბოლოო სიბრძნეს არ წარმოადგენს. ამასთანავე ზოგიერთ მათგანს მცირედი დახმარების გაწევა მაინც შეუძლიათ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანი სხვადასხვა თეოლოგიებს იცნობს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია როგორც „განმარტოებულ, წყნარ ოთახში", ასევე ხალხით სავსე მოედანზე პირდაპირ ქრისტესთან კავშირზე განეწყოს. ერთის მხრივ ეს შესაძლებელია იმით, რომ მან მოიგონოს ქრისტეს თვისებები, რომლებიც მან გადმოცემებიდან (ევანგელიებიდან) იცის და მეორეს მხრივ კი, იმ ადამიანისთვის, რომელიც მზადაა იმისთვის, რომ ქრისტე მისი სიკვდილის შემდეგ მაინც არსებულად აღიქვას, განეწყოს მის მიმართ როგორც ამჟამად არსებულსა და მოქმედზე. ეს შეგრძნება შესაძლებელია მაშინ, როცა „მისი სახელით" ან მასთან, „როგორც დიდ ძმასთან", ერთად ლოცვით მამა-ღმერთს მიმართავს ადამიანი. ( შეადარე იოანე 15,16; მათე 6,7,15; მათე 18,19-20). მაგ.:

წინ გამიძეხ, რათა არ მოუტანო ზიანი სხვებს, შენი გზის მიმდევრებს.

მიხელმძღვანელე. რომ დავეხმარო სხვებს, ისე როგორც შენ გსურს.

დამიცავი ჩემ გზაზე ***.

*) შესაძლებელია ** მარიამის ჩასმა იმისთვის, ვისთვისაც ეს უფრო ახლობელია. ამნაირად ადამიანების მამაკაცური და ქალური თვისებებიც შუაში წამოიწევა.

**) შემდეგ შესაძლებელია ყველა უარყოფითად აღქმული მოქმედება: 1. შინაგანაად იქნაას გააზრებული ( მაგ. შიში, ბოროტება, უგულისყურობა და ამპარტავნობა, გადაჭარბებული ეჭვიანობა, პრობლემა ან ყველაფერი, რაც მხოლოდ სიტყვებში, ან გონებაში წარმოისახა; შეადარე მაგ.: მათე 5, 22) 2. იმის მაგივრად, რომ გაბრაზდე, უკეთესია ცოტა ხნით დაწყნარდე, რათა კარგად გაიაზრო, თუ რას ეხება საქმე. 3. ეს თითქმის ორგანულად შეგრძნებადი ტვირთი ლოცვებში ღმერთს მიანდო ( ამასთანავე შესაძლებელია მთელი მომავალი ცხოვრება ღმერთს, ან ქრისტეს მიანდო). 4. მოთმინებით დაელოდო, სანამ შემსუბუქებას არ შეიგრძნობ, ან სანამ ქვეცნობიერებაში დასმულ პრობლემასთნ დაკავშირებით „პასუხი" არ გაგიჩნდება.

*** ( სიწყნარეში ყოვედღიური განცდები და მოქმედებები დალაგდება და ამნაირად გადამუშავდება, ან ლოცვებში უფრო უკეთ აღიქმება. შემდეგ კი უფრო მეტი ადგილი გაჩნდება ახლისთვის.


ამ გზაზე ეთიკის მნიშვნელობა

ამ გზის ერთ-ერთი საფეხურია „ღმერთის სიყვარული", რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას და აგრეთვე „გვერდით მყოფის ისეთივე სიყვარული, როგორც საკუთარი თავის" (მათე 19,19); ე.ი. საჭიროა საკუთარი თავის სიყვარულიც. საკუთარი თავის სიყვარული შესაძლოა დასახული მიზნის ერთ-ერთ ნაწილად იქნას აღქმული, კერძოდ მაგ. ცხოვრებაში საკუთარი მოვალეობის გარკვევა. სიყვარულს შეუძლია ქრისტესთან შეერთება, რადგან სიყვარული ქრისტეს მთავარი თვისებაა, რომელიც სიბრძნესთანაა დაკავშირებული. ქრისტეს გაგებით, ხშირად სიკეთისკენ გზა ჰფენს ნათელს ქრისტიანული გზის შინაგან და გარეგან შედეგებს. იესომ ეთიკის საფუძვლების შენარჩუნება შეძლო, რადგან ადამიანი „იმას იმკის, რასაც თესავს" ( 6,7); იმის მაგივარად, რომ გარეგნული კანონისთვის დაეთმო ყურადრება, მან პასუხისმგებლობა თითოეულში უფრო გააძლიერა. ამასთან ერთად შესაძლებელია იმის განცდაც, რომ ადამიანების სიღრმეში რაღაც, შეიძლება ოდნავ შესაგრძნობიც კი არსებობს, რაც მათ ქრისტესთან აერთიანებს. აქედან შინაგანი „ახალი დაბადებაა" შესსაძლებელი ( იოანე 3). ეს ნიშნავს, რომ წლების განმავლობაში ადამიანი სულთან უფრო ახლოს მიდის, ისე როგორც ეს ქრისტემ განიცადა. ეს დაახლოება შესაძლებელია გულში ან სულში იქნას განცდილი. ამ განცდის სახეობები ინდივიდუალურია. მიუხედავად* იმისა, თუ რა სიძლიერით შეიგრძნობა ქრისტესთან დაკავშირებული ძალა თითოეულში, მაინც საჭიროა შეძლებისდაგვარად და გარკვეული სიხშირით საკუთარ თავში ჩაღრმავება და როგორც ეს უკვე ინდივიდუალურადაცაა ცნობილი, ამის მეშვეობით მცდელობა იმისა, რომ პირდაპირი კავშირი იქნას დამყარებული. მიუხედავად იმისა, რომ დიდი შედეგები თავიდან ნათლად საგძნობი შეიძლება არ იყოს.

იმ ძალის მეშვეობით, რომელიც ადამიანების სულში მოწყალების სახით წარმოიქმნება, შესაძლებელია ქრისტესთან, აგრეთვე ღმერთთან დამაახლოვებელ, უნივერსალურ, განმკურნებელ ძალასთან შეერთება. ამ შემთხვევაშიც შეიძლება ამის შეგრძნებაც საოცრად განსხვავებული იყოს, მაგრამ ეს შეგრძნებები ამ შემთხვევაში უფრო ნათელი იქნება და გარკვეულ გავლენას იქონიებს გარემოცვაზე. თუ აქამდე ამდაგვარი შეგრძნების განმცდელნი მხოლოდ მცირე რაოდენობით არსებობდნენ და „მისტიკოსებად", „წმინდანებად" და ა.შ. ითვლებოდნენ, ჩვენს „აპოკალიპსურ" დროში ამდაგვარი მოვლენები უბრალო ადამიანებზეც შესაძლებელია გავრცელდეს. შესაძლებელია, რომ ამ ფაქტის მნიშვნელობა მაშინვე არ იქნეს გააზრებული. ამიტომ აქვე უნდა აღვნიშნოთ შემდეგიც: ეს უნივერსალური „გარედან მომდინარე" გავლენა ან მიღებული იქნება, ან ზოგ შემთხვევაში მტკივნეულად აისახება მათში, რომელთა სულის სიღრმეშიც არანაირი მსგავსი გრძნობა არ არსებობს. ამ შენთხვევში ეს გავლენა ე.წ. „განსასჯელად" შეიგრძნობა.

გაუნათე გონება ადამიანებს, რომ შენ გადმოგაბარონ სიცოცხლისა და

სიკვდილის არჩევანის საკითხები ****.

დაეხმარე შენი ქმნილებისათვის მოღვაწეებს ***.

წინ გაუძეხ ამ სამყაროს შენს მიერ აღთქმულ ახალ დროებისაკენ.**

*) აქ შესაძლოა სხვების ჩართვაც.


მსგავსი განვითარება სიდიდეებში, რომელიც ძველი დროიდან დაწყებული შეიმჩნეოდა სხვადასხა კულტურებში

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბავშვობის პერიოდიდან ზრდასრულობამდე ადამიანს განვითარების სხვადასხვა საფეხურები აქვს გასავლელი. სხვადასხვა ადამიანთ კულტურებმაც მსგავსი თვითშეგნების საფეხურები განვლეს. ამის მეშვეობით ერთის მხრივ შეიძინება ახალი უნარ-ჩვევები ( ოფრო თავისუფალი ნება, შეგრძნება და აზროვნება) და მეორეს მხრივ კი მცირდება ნდობის გრძნობა მთლიან სამყაროსთან. ამის შედეგად გროვდება პრობლემები. ( მაგალითისთვის შეადარეთ ჟან გებზერის „წარმოშობა და აწმყო"; ერთმანეთის მონაცვლეობით არქაული, მაგიური და მითური, გონებრივი ქვეცნობიერება; აქედან გამომდინარე შესაძლებელია უფრო ძლიერ ინტეგრირებული შეგნების განვითარება, რომელსაც მაგ. აზრობრივი ქვეცნობიერება შეიძლება ეწოდოს.) ამ დროს აგრეთვე გავლენა იქონიეს ძლიერად გამოკვეთილმა იდეალებმა და ამ განვითარების საფეხურმა ასახვა სიდიდდებშიც ჰპოვა ( კულტურული თვალსაზრისით მაინც). ეს განვითარება სიჯიუტის, მაგრამ, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, დიდი დანაკლისის მეშვეობით განხორციელდა. ახალ დროში უკვე ნათლად ჩანს, რომ კაცობრიობა ბედის მსგავსი გამოწვევის წინაშე დგას. თუ ადამიანებს გადარჩენა სურთ, მაშინ მათ პატარა და დიდი „ კვანტური ნახტომების" ან ევოლიციური ნაბიჯების განხორციელება უნდა შეძლონ 4). ეს ნაბიჯები თითქმის 2000 წელია არსებობს. ეს პროცესი ახლა არ ხორციელდება აზრობრივი ქვეცნობიერების, როგორც შეძენილი უნარ-ჩვევის მეშვეობით. თუ ერთეულები შეძლებენ აზრობრივი ქვეცნობიერების განვითარებას და საკუთარ თავს ხელახლა ღვთიურ წარმოშობას დაუკავშირებენ 1), მაშინ აპოკალიფსური კატასტროფების დაძლევა „ზემოთ" აღნიშნულის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ამავე დროს საჭიროა კავშირის ქონა აქტიურ მოძრაობებთნ, როგორც მაგ. სამშვიდობო მოძრაობა და ა.შ. ყველა კეთილის მოსურნეს თავისი „საჭირო" ადგილი აქვს ამ ე.წ. „თამაშში". ყველა ადამიანი ნათლად იღრწვის ამისკენ. ისინი მიემართებიან მომავლისაკენ და ეხმარებიან ერთმანეთს წარსულის გადამუშავებაში. შესაძლებელია ამ ფაქტის შემდეგ კითხვასთან შედარება: „ქათამი უფრო ადრე წარმოიშვა, თუ კვერცხი?" ე.ი. მიზანი არის „გარეგნული" გადარჩენა, თუ ადამიანების ექსისტენციალური შეგნებისა და არსებობის განვითრება? აქამდე არსებული შეფასების სკალა სასწრაფოდ ტრანსფორმირებული უნდა იქნას, რადგან ადამიანს ზუსტად შეუძლია წარმოდგენა იმისა, თუ საით შეუძლია წაყვანა აქამდე არსებულ, მოძველებულ პროგრამას. ყველა კარგი საქმე ერთი მთლიანის ნაწილია, ისევე როგორც ყველაფერი მთლიანობის ნაწილს წარმოადგენს.

4. პესიმისტური ხედვა ჰერბერტ გრულის ბოლო წიგნში „ამაღლება არაფრისკენ" (გერმანულ ენაზე) არ შეიძლება მიღებული იქნას, რადგან განვითარებისა და ენერგიის ის წყარო, რომელიც მან ვერ შენიშნა, მის წიგნში მაინც შეიგრძნობა, კერძოდ ღმერთი.

გაუნათე გონება ადამიანებს, რომ შენ გადმოგაბარონ სიცოცხლისა და

სიკვდილის არჩევანის საკითხები ****.

დაეხმარე შენი ქმნილებისათვის მოღვაწეებს ***.

წინ გაუძეხ ამ სამყაროს შენს მიერ აღთქმულ ახალ დროებისაკენ.***

*) აქ შესაძლებელია ცალკეული საკითხების დართვა, ან საბოლოოდ მედიტაციური ხედვით დამუშავება. მაგ. დასრულდეს ბრძოლა ძალადობასა და აწმყოს შორის; პრობლემის გადაწყვეტით ძალადობის თავიდან აცილება;

რელიგიის კეთილმოსურნეებთან მშვიდობიანი დიალოგის წარმართვა.

**) ლუკას ევანგელიიდან 11:2; 21:31. გამოცხადება 11:16. ღმერთს შეუძლია ამ სიყვარულის დანაწილება, რასაც მისთვის გაიღებენ.


ეს არის „მობრუნება" ღმეთისკენ

იოანე 16, 12-13: მე კიდევ ბევრი რამ მინდა გითხრათ, მაგრამ სხვა უკვე მეტისმეტი იქნება.

როდესაც სული სიმართლეს დაუახლოვდება, მაშინ იგი ყველა სიმართლისკენ გვიხელმძღვანელებს, რადგან იგი არა მარტო საკუთარი თავიდან გამომდინარე ილაპარაკებს, არამედ ის იტყვის იმას რისი გაგონებაც სურს. იმასაც განგიცხადებთ, რაც მომავალში იქნება.

.


შესწორებული ვარიანტი

ინფორმაციები იესოსა და ისლამის შესახებ

ინტერრელიგიური დიალოგი

ამ სტატიას შეაქვს წვლილი რელიგიებს შორის უკეთესი ურთიერთგაგების დამყარაებასა და მშვიდობიანი "ინტერრელიგიური დიალოგის" ჩამოყალიბებაში, რომელიც უკვე წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ჩვენი მინიშნებები მიზნად არ ისახავს მთლიანად ისლამის დახასიათებას, რამდენადაც თვით ყურანშიც სხვადასხვა თეოლოგიური მიმართულებები და სკოლები არსებობს.

ყურანი*)* და სხვა დამწერლობითი რელიგიები

ისლამი ნიშნავს „ღვთის ნებისადმი დამორჩილებას"

ისლამის წმინდა წიგნი, ყურანი, განიმარტება, როგორც ღვთიური შთაგონების წყარო, რომელიც მოციქულ მოჰამედს ღმერთისგან, ან ანგელოზი გიბრიელისგან გადაეცა, რომლის იდენტიფიცირება შესაძლოა ქრისტიანულ სარწმუნოებაში ცნობილ ანგელოზ გაბრიელთან. ნათელია, რომ ყურანი ცენტრალური მნიშვნელობის მომცველია. ამის გარდა ისლამის გაგებაში გარკვეულ როლს თამაშობს აგრეთვე სხვა ტრადიცია (სუნა; სიტყვიერი თარგმანი: „ ჩვევა"), რომელიც გადმოცემული იქნა მოციქულ ჰადიტის დროიდან. თვით მოციქულიც თავისი საქციელით ადამიანია და არა ღმერთი! გასათვალისწინებელია ისიც, რომ როგორც ქრისტიანებს, ასევე მუსულმანებს შორისაც არიან ისეთნიც, რომლებმაც წმინდა წიგნის არსი ზუსტად არ იციან.

ქრისტიანები, ან კიდევ ებრაელები ყურანში ნაწილობრივ პირდაპირ მოიხსენებიან როგორც „თქვენ, დამწერლობის ხალხნო", ( წიგნის ხალხი, მაგ. სურე 4,171 ***) და როგორც „თქვენ შვილებო ისრაელისა". ასე რომ მათაც შეუძლიათ ყურანით*) სარგებლობა, თუმცა ხშირად ისინი ამას არ აკეთებენ. ყოველ შემთხვევაში რელიგიური მეცნიერება იკვლევს ყველანაირი რელიგიის წმინდა წერილებს და ამასთანავე იკვლევს მათი შექმნის ისტორიულ განვითარებას. წმინდა წერილები მაინც დიდი მოწიწებითა და მოკრძალებით უნდა იქნას შესწავლილი. მუსულმანური ყურანის განმხილველთა ერთი ნაწილის აზრით, ყურანში არსებობს ერთ-ერთი უძველესი ფორმა, ე.წ. ღმერთთან შენახული ფორმა, რომელიც მხოლოდ წმინდა ანგელოზთა და წმინდა მოციქულთათვისაა მისაწვდომი, ხოლო მეორე ნაწილის ინტერპრეტაციით კი, მკითხველთათვის დედამიწაზე არსებული ყურანი წმინდა სახითაა შენახული.

მოციქული ითვლება გარკვეული „პერიოდის" (ან გარდამავალი პერიოდის) გზავნილად; იმ პერიოდისათვის, რომელშიც გზავნილები არ ჩანან (იხ. სურე 5,19***). ყურანი განასხვავებს მორწმუნეებს მოციქული მოჰამედის სწავლების მიხედვით, „წიგნის ხალხად" ( დამწერლობის ხალხი) და „ურწმუნეებად". „წიგნის ხალხში" იგულისხმება განსაკუთრებით ებრაელები და ქრისტიანები, რომლებიც მუსულმანებთან ერთად ერთად იგივე ტრადიციებს ეყრდნობიან; ზოგჯერ აგრეთვე სარატუსტრელები (იხ. სურე 22,17*). თვით ყურანიც ცნობს „მოციქულთა " წრეს, რომელიც თავიანთი მოღვაწეობის პერიოდში მსგავს სწავლებას - ერთი ღმერთის, იმქვეყნიური სასამართლოსა და საკუთარი ხალხისთვის ლოცვის შესახებ ქადაგებდა, (მაგ. სურე 6, 83-92; სურე 7; სურე 4, 136*). იმ შემთხვევაში, როცა სხვადასხვა რელიგიების მქონე ადამიანებს ამ საერთო საფუძვლის სჯერათ, მათ თავად ყურანში არ მოიხსენიებენ ურწმუნეებად (სურე 5,48 * და სხვა). ისლამის გავრცელების პირველ ასწლეულში ქრისტიანებსა და ებრაელებს ძალას არ ატანდნენ გადასულიყვნენ ისლამის რწმენაზე ( ყურანის სწავლების შესაბამისად „რელიგიაში არა არსებობს ძალდატანება", იხ. სურე 2,256**). აბრაამი ითვლება ერთ-ერთ იმ „ჰანიფად", რომელთაც, როგორც ცალკეულმა პირებმა, პირდაპირი გზა ჰპოვეს იმ ნამდვილი რწმენისკენ, რომელიც ღმერთთან აახლოებს.

სიტყვა ალაჰს - წინა ისლამურად, ძველ არაბულად ალ-ილაჰ-, როგორც სემიტურ სიტყვას, ნამდვილად იგივე ძირი აქვს, როგორც სიტყვა „ელოჰიმს" - ღმერთის სახელი მოსეს ებრაული წიგნებიდან.

„ურწმუნეებად" - მიახლოებითი სიტყვიერი თარგმანი „შემოსილნი" - მოციქული მოჰამედის ქადაგების პერიოდში პირველ რიგში ითვლებოდნენ პოლითაისტები, ან კერპთაყვანისმცემლები, რომელთა წინააღმდეგაც იგი არაბეთში იბრძოდა და რომელთა შესახებაც გვაფრთხილებდა აგრეთვე ებრაელებისა და ქრისტიანების ბიბლია; დღესდღეობით კი უფრო ფართო გაგებით ისლამში ურწმუნეებად ითვლებიან ისინი, ვისაც ერთი ღმერთისა და იმქვეყნიური სასამართლოსი არ სჯერათ. დღეს ეს მცნება ხანდახან მცდარად გამოიყენება ყველა არამუსულმანზე და ხანდახან კი აგრეთვე იმ მუსულმანებზეც, რომელნიც სხვა მუსულმანურ მიმართულებას მიეკუთვნებიან.

იესო ქრისტე ყურანში

ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ თვით ყურანშიც, იესო რამდენჯერმე მოიხსენიება ღმერთის მიერ გზავნილად და როგორც „სიტყვა" ღვთისა ( ეს მცნება უფრო დეტალურად არ არის ახსნილი) და აღიარებულია, როგორც „სული" ღვთისა ( სურე 4, 171), წარმოშობილი „ადამის მსგავსად" ( სურე 2,3,5,...). ანუ, თუ კი ისლამს სწორად გავიგებთ, მასში იესოს უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე თვით თანამედროვე ქრისტიანულ თეოლოგიებში, რომლებიც მას წარმოსახავენ, როგორც სოციალრეფორმატორს. ერთადერთი ის მცნება, რომ შემდგომში ქრისტე სამებასთან კავშირში ღვთის შვილად იქნა აღიარებული, არ იქნა ყურანში დაშვებული. ეს საკითხი თვით მოჰამედის დროინდელი ქრისტიანების მიერ საკმაოდ ამქვეყნიურად განიმარტებოდა. აღარ არსებობდნენ ქრისტიანები, რომელთაც შეეძლებოდათ ძირფესვიანად განემარტათ ის, რაც ამ მცნებით ადრე იყო მიჩნეული, განემარტათ ისე, რომ სხვა მოსაზრების მქონე ადამიანებსაც შეძლებოდათ ამის გაგება (მაგ. სურე 6, 101 +**). რომაელების წერილში 1.4 წერია, რომ იესო თავისი ძლიერებით „ბრწყინვალების სულად", როგორც „შვილად ღვთისა" იქნა შეფასებული და არა დაბადებული. მუსულმანურ აზროვნებას იმის შესახებ, რომ ღმერთი არ არის დაბადებული და იესოც კი არ დაიბადა, არამედ შექმნილი იქნა, შეიძლება ითქვას, რომ პრინციპში ქრისტიანებიც ეთანხმებიან. არის კიდევ ერთი მცნება ( ბერძნულ ენაზე) „ლოგოს" , რომელიც ბიბლიაში სწორედ რომ იესო ქრისტეს ღვთიეურ შთამომავლობას, ან იესო ქრისტეს გზავნილობას ნიშნავს. ეს მცნება ევანგელურ ნაწერებში ნათარგმნია როგორც „სიტყვა" (იხ. ზემოთ), რომელიც ყურანში იესოსთან მიმართებაში მოიხსენიება. ნუთუ ყურანის შთაგონებებში, ისევე როგორც ბიბლიურ შთაგონებებში, დამალულია საიდუმლოებანი, რომელნიც ჯერჯერობით კიდევ აღმოუჩენელია და აქედან გამომდინარე ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის გაუგებრობას აქვს ადგილი ზოგიერთი მცნების განმარტების გამო? იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქრისტიანები ამ რელიგიურ სწავლებას ისე წარმოადგენენ, რომ ის შეიძლება „მრავალღმერთიან სწავლებად" იქნას გაგებული, ეს მაინც არ შეესაბამება იმ მეთოდს, რომლითაც იესო თვითონ ქადაგებდა და განმარტავდა რელიგიურ სწავლებას. „ილოცეთ ჩემი სახელით (ე.ი. შინაგანად იესოსთან კავშირში) მამის (ღმერთის) წინაშე" - ბიბლია, იოანეს ევანგელია 15:16. იესოს ცხოვრებაში ყველაფერი მიმართულია ერთი ღმერთისკანე, რომელთანაც იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული და რომლისკენაც მას ადამიანების დაკავშირება შეეძლო.

მცნება „ლოგოსი" (ბერძნულად, იოანეს პირველ ევანგელიაში, როგორც „ღმერთის სიტყვა", რომელიც იქ ქრისტესთნ კავშირში მოიხსენიება), პარეტის მიერ გადმოცემულ ყურანში (გერნაულ ენაზე) იესოსგან დამოუკიდებლად არის მოხსენიებული, მაგრამ ყურანის სხვა გამომცემლობებში იგი გაგებულია როგორც ღმერთის „საქმე", ან ღმერთის „ბრძანება" ( სურე 13.2 და 13.11**).

ყურანი იესოს აღიქვამს „ადამიანად", რომელიც ღმერთმა მიწისაგან შექმნა (სურე 3,59 *) და ახასიათებს მას როგორც „ღმერთის მიერ გზავნილს" მისი სულიდან, რომელმაც განაპირობა ქალწული მირიამის (მარიას) მიერ იესოს შობა (სურე 19, 17-22 **). ქრისტიანული ვერსიით კი ღვთის ანგელოზი იუწყება წმინდა სულისგან იესოს დაბადების თაობაზე. ყურანშიცაა ნახსენები, რომ იესო წმინდა სულით/სიწმინდის სულით იქნა გაძლიერებული (სურე 5,110 *).

ყურანის მიხედვით იესომ წინასწარ განაცხადა თავის აღდგომის შესახებ (სურე 19,33 *), რომლის მიხედვითაც შეიძლება ნაგულისხმები იყოს აღდგომა „პირველ დღეს", რომელიც ყურანში ხშირადაა მოხსენიებული, როგორც მორწმუნე ადამიანების იმქვეყნიურ სასამართლოს წინაშე წარდგომა (ის. ქვემოთ სურე 4, 159 * + ** ). ყურანი გადმოცემს, რომ ქრისტე ცოცხლად აღზევდა ზეცაში ( სურე 4, 157 – 159 *, სურე 3, 55 **).

მუსულმანები და ქრისტიანები არ არიან ერთი აზრის იმაზე, იქნა თუ არა ჯვარცმული იესო მის აღზევებამდე, რომლის შემდგომაც იგი გარდაიცვალა და ღმერთის წყალობით სიკვდილს სძლია, როგორც ამას ქრისტიანები ამბობენ, თუ ჯვარცმის გარეშე ცოცხალი აღზევდა ცაში, როგორც ეს მუსულმანებს სწამთ. ყოველ შემთხვევაში საერთოა ის რწმენა, რომ იგი მისი ცაში აღზევების მომენტში არავითარ შემთხვევავში არ იყო „მკვდარი", არამედ მაგალითად ადამიანებს ასწავლიდა. სურეს 3, 55 * + * და აგრეთვე 5, 48 * + ** სტრიქონში ნათქვამია, რომ „ მე მას განვწმინდავ" და „თქვენ ყველანი უკან დამიბრუნდებით, და მე (უფალი) გადავწყვეტ თქვენს შორის იმას, რაზეც თქვენ ( მიწიურ ცხოვრების დროს) ერთი აზრის არ იყავით", ამიტომ ქრისტიანებსა და მუსულმანებს უნდა შესწევდეთ ძალა ზოგ დარჩენილ საიდუმლოებებზე პასუხს მოთმინებით დაელოდონ და არა იკამათონ ამაზე.

ყურანი ასევე აღწერს მორწმუნეთა აღზევებას განსასჯელის დროს ( სურე 36, 77 – 83; სურე 69, 13 – 37; სურე 75 და 99 ** და სხვა). მაშინ იესო კიდევ დაბრუნდება და დამწერლობის მორწმუნე ხალხის მოწმე იქნება. ( სურე 4, 159, შეადარეთ სურე 16, 89 *). მათაც, აგრეთვე არამუსულმანებსაც, რომელთაც სწამთ ღვთისა და პირველი დღის და კარგ საქმეს სჩადიან, ყურანის მიხედვით არ უნდა ეშინოდეთ განსასჯელის (სურე 2, 62; სურე 4, 123 – 124; სურე 7, 170 ***). როგორც ყურანში, ასევე ბიბლიაში ერთმნიშვნელოვნად ჩანს ის ფაქტი, რომ იმქვეყნიური განსჯა მხოლოდ ღმერთის საქმეა და არა ადამიანების, მნიშვნელობა არა აქვს იმას, იქნებიან ეს ქრისტიანები, მუსულმანები, თუ ებრაელები. (რელიგიებს შორის ამდაგვარი შედარებების მოყვანა არ ემსახურება იმ იდეას, რომ საეჭვო გახდეს ყურანის დამოუკიდებლობა).

ისლამის და არა ქრისტიანობის ეთიკური საფუძვლების შესახებ

დასახელებული „3 აბრაამისეული რელიგიის " ეთიკური საფუძვლებიც მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. რელიგიურ მცნებებს, თუნდაც ისე, რომ ისინი არ ჩამოვთვალოთ, ისლამშიც შევხვდებით. მაგალითად, სურეში 17, 22-39: სურე 5, 38-40; სურე 2, 188; სურე 4, 135; სურე 2, 195; და სურე 17, 70 ** ( ადამიანთა ღირსება). ყურანი სასტიკად და გამონაკლისის გარეშე კრძალავს უდანაშაულოთა კვლას ( სურე 5, 27-32 **). მცნება „ჯიჰადი" აღნიშნავს მხოლოდ „ომს"; ამ მცნების მნიშვნელობა, „წმინდა ომის" გაგებით, ყურანიდან კი არ მოდის, არამედ მოციქული მოჰამედისა და ისლამური მემრჯვენე სკოლების სწავლებისაგან ******): სულიერ-მორალური მუშაობა საკუთარ თავზე, იმ ვნებების გამო, რომელნიც ღმერთისგან არიან დაშორებულნი, ითვლება „დიდ ჯიჰადად", რომელსაც უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე სხვა გარე შეტაკებებს. ( მაგ. შეადარეთ იესოს სიტყვები: „ჯერ საკუთარი თვალიდან ამოიღე კუნძი ..." - ამნაირად ბევრი გარეკონფლიქტი დაკარგავდა თავის საფუძველს). „სიტყვის ჯიჰადი" არის რწმენის მშვიდობიანი გზით წარმოდგენა. „ხელის ჯიჰადი" არის მორწმუნე ადამიანის ყოველდღიური განმანათლებელი მაგალითი. „ხმლის ჯიჰადს" აგრეთვე მოიხსენიებენ როგორც „პატარა ჯიჰადს" და იგი ნებადართულია მხოლოდ და მხოლოდ მორწმუნე ხალხზე თავდასხმის მოსაგერიებლად. ( შეადარე ყურანში სურე 2, 190 ***). სხვა რწმენის მქონე ადამიანებისადმი მოპყრობის „ინტენსიურობა" განსაზღვრულია ყურანშიც (სურე 48, 29 **, სურე 47,4 **).

მრავალფეროვანია ტრადიციული წესები, რომლებიც სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას ეხება და ამასთანავე კრძალავს ქორწინებას სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან და ა. შ. ისლამურ პრაქტიკას მიეკუთვნება: რწმენა, რომ ღმერთის გარდა (ალაჰის გარდა) სხვა ღმერთი არ არსებობს და რომ მოჰამედი არის ღმერთის მოციქული; რომ ყოველდღიურად უნდა შესრულდეს დაწესებული აღთქმები (სურე 2, 177 **); რომ დაცული უნდა იქნას ყოველწლიური დღესასწაულები, რომლებიც რამადანის დროს აღინიშნება (სურე 185 **); რომ შესაძლებლობის მიხედვით ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოხდეს ფეხით სვლა წმინდა ადგილის მოსანახულებლად (სურე 2, 196**); და რომ ზაქათი (სავალდებულო სოციალური გადასახადი) გადახდილი უნდა იქნას (სურე 2, 177 **).

დღევანდელ ისლამში არ არსებობს ერთი მთავარი ადგილი, რომელიც რელიგიურ-ეთიკურ საკითხებს გადაწყვეტდა. მაგრამ ეს რომ ასეც არ იყოს, ალბათ მაინც ფართოდ იქნებოდა აქცეპტირებული ის პოზიციები, რომლებსაც იზიარებს მემარჯვენე სწავლების უმრავლესობა.

*) ... გამოყენებილი იქნა აგრეთვე ყურანი, რუდი პარეტის მიერ ნათარგმნი, კოლჰამერის გამომცემლობა (გერმანულ ენაზე), რომელიც მეცნიერულ ნიადაგზეა გადმოცემული და სიტყვების მნიშვნელობების პირდაპირი თარგმნებითა და დამატებების მეშვეობით გაგების უკეთეს საშუალებას იძლევა. გამოყენებულია ისლამურ ქვეყნებში გავრცელებული სტროფების ეგვიპტური თვლის მეთოდი. სხვა თარგმანებში შეიძლება გამოყენებული იქნას სტროფების თვლის ორი სხვა მეთოდიც; ამ შემთხვევაში აღნიშნულ ტექსტს იპოვით იმავე სურეში მოცემული სტროფის ნომრის წინ ან შემდეგ. ის, რომ ყურანი ძნელად სათრაგმნელია, დიდ როლს არ თმაშობს იმ მაგალითებზე, რომლებიც აქ არის მოყვანილი. ეს არის ნათლად და იოლად გასაგები ტექსტები. მაგალითად მოყვანილი ყურანის ტექსტები შედარებული იქნა ყურანთან, რომელიც თარგმნილი და კომენტირებული იქნა ადელ თეოდორ ხოურის მიერ, 2007 წ. (გერმანულ ენაზე)*, რომლის თარგმანმაც მუსულმანურ მეცნიერებაში ჰპოვა აღიარება (მაგ. დოქტორ ინამულა ხანის მიერ, რომელიც ისლამური მსოფლიო კონგრესის გენერალური მდივანი იყო) და რომლის კომენტარიც ისლამურ მემარჯვენე სკოლების ტრადიციულ მხედველობასაც ითვალისწინებს.

***) აგრეთვე „ ქრისტიანული ჯვაროსნული ლაშქრობებიც" არ იყო ბიბლიურად დაფუძნებული, არამედ ეს იყო ადამიანური მოქმედებები, მაგრამ ამის გამო მაინც, მაგ. ევროპაში მოსახლე ქრისტიანები, დღესდღეობით ცუდი სახელით სარგებლობენ.


მთავარ გვერდზე დაბრუნება

ინტერნეტის გვერდი „ ქრისტეს გზა" არის კვლევითი და საინფორმაციო პროექტი. ეს პროექტი არ არის დამოკოდებული ეკლესიებზე, რელიგიურ განხრებზე (აგრეთვე არ არის მიმართული მათ წინააღმდეგ). ინტერნეტის ეს გვერდი ხელს უწყობს მშვიდობინი ურთიერთობების განვითარებას და რელიგიებს შორის უფრო ღრმა ერთიერთგაგებას. „ ქრისტეს გზა" მიზნად არ ისახავს კომერციულ მოგებას და არც პოლიტიკურ გავლენას. „ ქრისტეს გზა" არ ასრულებს არავითარ მისიას და არ აგროვებს წევრებს

 .


.

მინიშნებები: კოპირაითი, იმპრესუმი

უფელბა გაქვთ, ინტერნეტის ეს გვერდი ამობეჭდოთ და შინაარსის შეუცვლელად გაამრალოთ ასლები:

ამ ფორმით შემუშავებულია 1991-2014 წლებში; ინტერნეტში პირველად გამოქვეყნებულია 30.01.2001წ. ეს არის ახალი ქართული ვერსია მოგვიანებით შეტანილი ჩასწორებებით, რომლებიც დამუშავებულია ... წ. ავტორები: პროექტი -"ქრისტეს გზები". (Christuswege/ Ways of Christ ™).

ინტერნეტის ამ ვერსიის გამომქვეყნებელია ჰელმუტ ციგლერი.

ვებ გვერდი „ქრისტეს გზები" წარმოადგენს კვლევით და საინფორმაციო პროექტს. მას აქვს ეკუმენური ორიენტაცია, დამოუკიდებელია ეკლესიებისგან, რელიგიებისგან და სხვა რელიგიური დაჯგუფებებისგან, მაგრამ ამასთანავე არაა მიმართული არც ერთი მათგანის წინააღმდეგ. რწმენის დედააზრი შენარჩუნებულია დოგმატებისა და ფუნდამენტალისტურობის გარეშე. ჩვენ არ ვიღწვით მისიონერობისა და ხალხის მოზიდვისათვის. ასევე მიზნად არ ვისახავთ სარგებლობის მიღებას და პოლიტიკური გავლენის მიღწევას.

სამუშაო სფერო მოიცავს ქრისტიანობისთან დაკავშირებულ ყველა თემას, მათ შორის როგორიც არის ინტერრელიგიური დიალოგი სხვა რელიგიებთან. ყველაზე მნიშვნელოვან თემას წარმოადგენს ნაწილობრივ მივიწყებული ქრისტიანობის სულიერი მხარის სიღრმისეული აღწერა. დიფერენცირებულად დამუშავებულ მიმოხილვაში კი ქრისტიანობასთან დაკავშირებული სხვა სოციალური კითხვებიც სწორად ასევე მნიშვნელოვნადაა მიჩნეული. ( იხ. მთავარი ტექსტის შესავალი.)

სხვა ენებზე თარგმნილი ტექსტები ყოველთვის ზუსტად არაა შემოწმებული. ეს ტექსტები ავტომატურად არ უნდა მივიჩნიოთ გარკვეულ ქვეყნებში არსებულ სიტუაციაზე აზრის გადმოცემის ნიმუშად.

მნიშვნელოვანია ვებ გვერდები. პატარა სახის შესწორებები გათვალისწინებული არაა პდფ-ის ან დოკ-ის ფორმატის დოკუმენტებში.

როდესაც ნახსენებია ვებ გვერდები, ან სხვისი წიგნები, მაშინ "ქრისტეს გზები" ავტომატურად არ ემთხვევა მათ.

"ქრისტეს გზების" ავტორების იმეილის მისამართი იხილეთ ფორმულარული ტექსტის ბოლოს. გთხოვთ მოგვწეროთ შეძლებისდაგვარად ინგლისურ, ან გერმანულ ენაზე.

დაბეჭდილი ვერსია არსებობს გერმანულ ენაზე მისამართზე: Boehm, «Bewusst», «Im Dorfe 21F, D-24146 Kiel. ღირებულება შეადგენს 3,50 ევროს. ბეჭდური შრიფტის კოპირაითის გამომცემელი და მფლობელია ო. ბიომი. გამოქვეყნებულია 2001 წლის ივლისში.

დაბრუნდით საწყის გვერდზე. net